1. გამოცხადდეს ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების საგნების სახელმძღვანელოების შექმნის კონკურსი;
2. კონკურსის განსახორციელებლად ფაკულტეტის 2020 წლის ბიუჯეტიდან გამოიყოს 20 000 ლარი;
3. სახელმძღვანელოს შექმნის ანაზღაურების მაქსიმუმი - 5 000 ლარი;
4. სახელმძღვანელოს აუცილებლად უნდა ჰყავდეს სამეცნიერო და ენობრივი რედაქტორი, რომლის ხარჯებს გაიღებს ავტორი;
5. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალს, რომელთაც მოქმედი ხელშეკრულების ფარგლებში გამოქვეყნებული/შექმნილი აქვთ ერთი სახელმძღვანელო მაინც;
6. საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის არჩევითი საგნის სახელმძღვანელო საკონკურსოდ განიხილება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბოლო ორი სასწავლო წლის განმავლობაში შესაბამის საგანზე დარეგისტრირებული იყო არანაკლებ 70
სტუდენტისა;
7. სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში საკონკურსოდ განიხილება სავალდებულო საგნის სახელმძღვანელო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბოლო ორი სასწავლო წლის განმავლობაში მოცემულ საგანზე დარეგისტრირებული იყო არანაკლებ 25 სტუდენტისა;
8. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ განცხადება დეკანის სახელზე, სახელმძღვანელოს დეტალური ანოტაცია (მინიმუმ 500 სიტყვა) და სავარაუდო სარჩევი.
9. საკონკურსო საბუთები უნდა აიტვირთოს ბმულზე https://www.tsu.ge/ge/faculties/social/books/iv5pzb1oe4ukrny_-/zbhly8sltj3bpsk2b//
10. საკონკურსო პროექტების ბმულზე ატვირთვის ვადა – ა.წ. 17 თებერვლის 17.00 სთ–მდე.
11. გამარჯვებული პროექტები გამოცხადდეს 28 თებერვალს;
12. დასრულებული პროექტების ბმულზე ატვირთვის ვადა – 2020 წლის 1 ოქტომბერი. ვადის გადაცილების შემთხვევაში პროექტები არ განიხილება. ბეჭდური სახით დასრულებული პროექტი წარმოდგენილ უნდა იქნეს ფაკულტეტის სამეცნიერო
კვლევებისა და განვითარების სამსახურში, VI კორპუსი, N406. დასრულებული პროექტები უნდა აიტვირთოს ბმულზე https://www.tsu.ge/ge/faculties/social/books/iv5pzb1oe4ukrny_-/zbhly8sltj3bpsk2b//
13. დასრულებული სახელმძღვანელო გაფორმებული უნდა იყოს APA-ს სტილით;
14. გამარჯვებული პროექტის ანაზღაურება მოხდება სახელმძღვანელოს წარდგენის, რეცენზირების და საგამომცემლო საბჭოს მიერ დამტკიცების შემდგომ;
15. სახელმძღვანელო გამოქვეყნდება ელექტრონული ფორმით;
16. საკონკურსო პროექტების შერჩევასა და გამარჯვებული პროექტების რეცენზირებას უზრუნველყოფს საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
1. თამარ დოლბაია - კომისიის თავმჯდომარე, ასოცირებული პროფესორი, ფაკულტეტის დეკანი;
2. თეონა მატარაძე - კომისიის მდივანი, ასოცირებული პროფესორი, დეკანის მოადგილე სამეცნიერო დარგში;
3. რევაზ ჯორბენაძე - პროფესორი, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი;
4. სალომე დუნდუა - ასოცირებული პროფესორი, პოლიტიკის მეცნიერების მიმართულება;
5. მანანა შამილიშვილი - ასოცირებული პროფესორი, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულება;
6. იაგო კაჭკაჭიშვილი - პროფესორი, სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულება;
7. გიორგი გოგსაძე - პროფესორი, საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულება;
17. ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურმა უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა და თვალსაჩინო ადგილზე განთავსება;
18. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე;